ჩემი ამბიცია არ არის ენმ-ს თავმდჯომარეობა - ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას არ აპირებს - ეს ინფორმაცია ტელეწამყვანმა "პირველებს" დაუდასტურა.
ჟორჟოლიანი ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა ამ წინადადებაზე მან მესამე პრეზიდენტს უარი უთხრა.
ჟორჟოლიანის განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს. მისი თქმით, საკუთარ თავს თანათავმდჯომარის პოზიციაზე ხედავს.
უმრავლესობაში მე არ ვარ. ფრონტზე მყოფი ადამიანი ვარ უკან და წინ არიან ახალგაზრდები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იქაც, თუ გადავწყვიტავ ყოფნას, მე ვიქნები უკან და წინ იქნებიან ახალგაზრდები. მე ასე ვხედავ. რევოლუცია ნიშნავს რევოლუციას. რევოლუცია ნიშნავს რადიკალურ ცვლილებებს, საერთო განახლებას და ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ახალგაზრდებმა. იქ ძალიან კარგი პოლიტიკური დოვლათია და შეიძლება შემატება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს მთავარი ფრონტი წინა ხაზის უნდა იყვნენ ახალგაზრდები. ვისი მიყვანც მე მინდა, რა თქმა უდა, ძNელი გამოსაცნობი არ არის, მაგრამ ჯერ მოლაპარაკების ეტაპზე ვარ, ჯერ არცერთი მათგანის საბოლოო თანხმობა არ მაქვს. რა დანაკლისიც არის ხაბეს დაკავების შემდეგ, რომ იყოს ეფექტურობა ქვეყნის შიგნით. აი, მაგალითად, თინამ თუ იცის ძალიან კარგად როგორ უნდა ისაუბროს თეთრ სახლში, უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ ესაუბროს წალენჯიხაში, ფარცხანაყანებში, ბანოჯაში და ა.შ. და მე ვფიქრობ, რომ ეს ტანდემი იქნებოდა იდეალური. ანუ ჩემი ამბიცია არ არის არაფრის თავმდჯომარეობა, თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩემი ამბიცია არის რას ვიზამთ და რა ახალ სურათს შევქმნით ამ რეალობაში და ის, რომ გაცოცხლდეს ეს ველი და ერთმანეთთან ჯიკაობიდან გადავიდეთ სხვა სივრცეში, სადაც კონკურენტები ვიქნებით, ვინ უფრო მაგარ საქმეს გააკეთებს. თავმჯდომარე იქნება თინა ბოკუჩავა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემზე გამოცდილი, ჩემზე ჭკვიანი, ჩემზე ლამაზი და ჩემზე ბევრი ნიჭის მქონე, - ამბობს ჟორჟოლიანი.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.