სააკაშვილი არ არის ცუდად, რომ არა რეანიმატოლოგი, ვერ გადარჩებოდა - ხატია დეკანოიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არა რეანიმატოლოგი, რომელიც ციხის საავადმყოფოში შემთხვევით იყო, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვერ გადარჩებოდა.
სააკაშვილი არ არის ცუდად, რომ არა რეანიმატოლოგი, ვერ გადარჩებოდა"- განაცხადა დეკანოიძემ.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
შემდეგი ასეთი კრიზი თუ განმეორდა, ასეთ მორიგ დარტყმას, კოლაფსში ჩავარდნას, მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს. მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ რეანიმატოლოგი იქ შემთხვევით იმყოფებოდა და პირველადი დახმარება გაუწია. მთელი დღის განმავლობაში იყო ცუდად. კონტაქტური არის, მაგრამ საუბარი არ შეუძლია. კალიუმის ნაკლებობა რომ აქვს, აქვს ტკივილები გულმკერდის არეში, სტკივა ფეხები, კუნთები. მიშას აქვს დარჩენილი ალბათ ძალიან ცოტა ხანი. ექიმმა თქვა, რომ გონების დაკარგვა გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს"- აღნიშნა დეკანოიძემ.