პოლიტიკური ლიდერების პროცესები კვირაში ორჯერ გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების საქმეზე სხდომები კვირაში 2-ჯერ ჩაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია წერს.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ცნობით, პროცესები სამშაბათ და ხუთშაბათ დღეს მთელი სამუშაო დღის განმავლობაში წარიმართება.
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ "სადღაც სექტემბრისთვის "საბოტაჟნიკების" ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12 [პენიტენციური დაწესებულება]".
თვეში ერთხელ ან ორჯერ ინიშნებოდა პროცესები, თან უკვე სექტემბრამდე გაწერილი იყო. ახლა “მოსამართლემ” ჯერ ხო 2 კვირით აქეთ გადმონიშნა, და უკვე ამ პროცესზე კვირაში ორჯერ ჩანიშნა სხდომები მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, ვიდრე საქმე არ მორჩება. ეს თქვა და სხდომიდან გაიქცა - არც შეკითხვა გინდა ადვოკატს გინდა სხვას, სცალია ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს მთელი სამუშაო დღე თუ არა. აქ არის მთელი აგვისტო ან იქნებ სადმე მიდის შვებულებაში.
მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის "საბოტაჟნიკების" ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12.
ამ ჩემ ჭაღარას," - წერს ნიკა გვარამია.
მსგავსი სიახლეები
ლამერტი: დღევანდელი შეხვედრის მიზანი უვიზო შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორებაა
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.