ირანის ელჩი საქართველოში ამერიკულ აქტს და კონგრესმენ უილსონს აკრიტიკებს
ამერიკის სენატში "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ დამტკიცებას საქართველოში ირანის ელჩი ეხმაურება. სეიედ ალი მოჯანი ამბობს, რომ ჯო უილსონის ეს ინიციტივა, რომელსაც ამერიკის კონგრეში ორპარტიული მხარდაჭერით მიიღეს ჩინეთის, საქართველოს და ირანის მოსახლეობის პოზიციების წინააღმდეგ ქმედებას ემსახურება.
ელჩმა დღეს ირაკლი კობახიძის მსგავსად კონგრესმენი ჯო უილსონი გააკრიტიკა - "ჩემი რჩევა მასთან იქნებოდა, მსგავსი აქტის მიღებას სჯობს, რომ ორასთერთმეტიათასი ხმა შეინარჩუნოს".
მთლიანად კონგრესსაც ნაკლებად შესწევს უნარი, რომ დაბრკოლება შეუქმნას ისეთ მძლავრ და მზარდ ეკონომიკურ გავლენას, როგორიცაა ჩინეთი - ამბობს ელჩი.
დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა, ფაქტობრივად ინიცირებული იყო უილსონის მიერ, ის არის კალიფორნიის წარმომადგენელი, რომელიც რეალურად 211 ათას 514 ხმით გახდა კონგრესში წევრი. გარკვეულწილად მისი ეს ინიციატივა ემსახურება რეალურად ერთი მილიარდი ჩინეთის მოსახლეობის ან თუნდაც 4 მილიონი საქართველოს მოსახლეობის ან თუნდაც 95 მილიონი ირანის მოსახლეობის პოზიციების წინააღმდეგ ქმედებას. ჩემი რჩევა მასთან იქნებოდა, მსგავსი აქტის მიღებას სჯობს, რომ ორასთერთმეტიათასი ხმა შეინარჩუნოს.
არასერიოზული დამოკიდებულებაა, როცა ხდება ინიცირება გარკვეული მოსაზრებებისა სხვა სახელმწიფოთა ეროვნული პრინციპებისა და ეროვნული მისწრაფებების წინააღმდეგ, თვითონ აშშ-ის სისტემაშიც მხოლოდ და მხოლოდ გარკევულ რყევებს იწვევს. ერთი კონგრესმენია გარკვეული პოზიცია ვერ იქნება დამაზარალებელი სხვა ქვეყნის 1 მილიარდი მოსახლეობისა. მთლიანად კონგრესსაც ნაკლებად შესწევს უნარი, რომ დაბრკოლება შეუქმნას ისეთ მძლავრ და მზარდ ეკონომიკურ გავლენას, როგორიცაა ჩინეთი", - აცხადებს ირანის ელჩი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა.
"კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.
კანონპროექტი ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.
დოკუმენტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) თებერვალში წარადგინეს.
9 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის ავტორს, რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს, „აბსოლუტურად არასერიოზული კაცი“ უწოდა და თქვა, რომ მას საკუთარ ქვეყანაშიც არავინ აღიქვამს სერიოზულად.