„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება.
სულხან თამაზაშვილის უწყება წერს, რომ სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები.
განვმარტავთ, რომ სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები.
ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს, ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი გამოთქვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, მესამე ქვეყნის გავლით საქართველო უკვე დატოვა.
„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში" მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს"- წერს შსს.
რუსეთიდან დეპორტირებული და დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში მოთავსებული უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს.
მათი თქმით, უკვე ერთი წელია, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. უკრაინის მოქალაქეების მონათხრობის მიხედვით, სარდაფში სრული ანტისანიტარიაა. ხალხი ამბობს რომ არ აქვთ საკმარისი საკვები და საჭირო მედიკამენტები, მათ შორის არიან სხვადასხვა დაავადებების მქონე პირებიც.
"პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ უმძიმესი ვითარების გამო, დაკარგა თვალი და მხედველობა.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.