საქართველო-ევროკავშირის დიალოგი ბრიუსელში - EU-წარმომადგენლობა ინფორმაციას ავრცელებს
დღეს 11 ივნისს, ევროკავშირი და საქართველო ვიზების საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დიალოგის გასამართად ხვდებიან, რაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას მოჰყვა - ამის შესახებ საქართველოში EU-ს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ ეს EU-ს სავიზო რეგულაციით დადგენილ სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას.
EU-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა საწყის ეტაპზე შეჩერებულ იქნა თორმეტი თვის განმავლობაში, წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ.
ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების მოგვარება, რომლებმაც აღნიშნული შეჩერება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენდა - წერია EU-ს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.