29 მილიონიანი ტენდერი “ოცნების“ დეპუტატისთვის - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

11.06.26 18:43
29 მილიონიანი ტენდერი “ოცნების“ დეპუტატისთვის - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

 

 

 

29 მილიონიანი ტენდერი “ოცნების“ დეპუტატისთვის - ივანიშვილის გუნდში უარყოფენ, რომ მმართველ გუნდსა და ბიზნესს შორის კორუფციული გარიგება ხდება და ამბობენ, რომ გიორგი ჭყონია ტენდერებს მხოლოდ იმის გამო იგებს, რომ  ყველაფერს ხარისხიანად აკეთებს.

ირაკლი ზარქუას მტკიცებით,  “ჭყონია პატრიოტი კაცია და ტენდერებს “ნაცების“ დროსაც იგებდა და ახლაც იგებს.“

ბატონი გიორგი ჭყონია არის პატრიოტი, ქართველი, ბიზნესმენი და მანამდე, ნაცების დროს რომ იგებდა კარგი იყო და “ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ცუდია? ეს არის თქვენი მიდგომა. თქვენ თუ მეტყოდით, რომ გიორგი ჭყონიას კომპანიამ მოიგო ტენდერი და უხარისხოდ გააკეთა, ეს ლეგიტიმური კითხვა იქნებოდა და ვიტყოდი, რომ ეს ცუდია, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ბიზნესმენი გიორგი ჭყონია “ოცნებას“ ფულს იმიტომ სწირავს, რომ არ უნდა სიტუაცია შეიცვალოს ქვეყანაში და თავის შენატანს იმ პარტიის სასარგებლოდ აკეთებს, ვინც ამას უზრუნვეყოფს.

წარმატებული ბიზნესი, რომელსაც არ უნდა, რომ სიტუაცია შეიცვალოს, რა საკვირველია, თავის შენატანებს გააკეთებენ იმ პარტიის სასარგებლოდ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბიზნესმენები რეპრესირებულები არ არიან, - თქვა ვოლსკიმ.

  • "საერთაშორისო გამვირვალობა საქართველო" ახალ კვლევას ავრცელებს - TI ამჯერად „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის გიორგი ჭყონიას შესახებ წერს, რომელიც შპს „გზას“ 100%-იანი მფლობელია.
  • ირკვევა, რომ მარტში, კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა და თავად დეპუტატმა მმართველი პარტიის სალაროში 120 000 ლარი შეიტანეს. ბოლო სოლიდური ჩარიცხვა 12 მარტს განხორციელდა.
  • TI-ის ცნობით, ზუსტად 24 საათში, 13 მარტს, შპს „გზამ“ ბათუმის მერიასთან 29.2 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მსგავსი სიახლეები