პოსტი პირადი მცველისთვის შსს-ში - რა ეჭვებს იწვევს ივანიშვილის პირადი დაცვის დაწინაურება
დაცვის თანამშრომლიდან მინისტრის მოადგილემდე. რა დამსახურებისთვის დააწინაურეს უკვე მოერედ ერთ თვეში ივანიშვილის კიდევ ერთი პირადი მცველი გიორგი ბახუაშვილი. ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ ბახუაშვილი პროფესიონალი და მნიშვნელოვანი კადრია შს სამინისტროსთვის. "ოცნების" დეპუტატები ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ სულხან თამაზაშვილის მიერაა მიღებული.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი დიდ ეჭვებშია, ამიტომ ცდილობს პოლიციური სისტემა მისთვის ყველაზე სანდრო კადრით აკონტროლოს.
გიორგი ბახუაშვუილი ივნიშვილისთვის რიგითი მცველი არ ყოფილა, მინიმუმ ბოლო 10 წელი საჯარო სივრცეში მის გვერდით იდგა და როდესაც ოფიციალურად შეხვედრებზე მხოლოდ ერთი მცველი რჩებოდა, ის ყოველთვის ბახუაშვილი იყო.
პოლიტიკურ წრეებში არსებობს მოლოდინი, რომ ბახუაშვილის სწრაფი დაწინაურება შესაძლოა, გამინისტრებით დამთავრდეს. ეს გზა უკვე გაირა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ივანიშვილის პირადი დაცვის სამსახურიდან შს მინისტრი გახდა და ანზორ ჩუბინიძემ, რომელიც ამ დრომდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.