თავდასხმები საქართველოს ომბუდსმენზე, რომელიც ადამიანთა უფლებებს იცავს, მიუღებელია - Amnesty International
ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ომბუდსმენისა და უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობას და მისი რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს - ამის შესახებ გავლენიანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, Amnesty International-ის განცხადებაშია საუბარი.
მიუღებელია თავდასხმები საქართველოს ომბუდსმენის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს საკუთარ საქმეს ადამიანის უფლებების დასაცავად. მთავრობამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცელი ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტიზაციის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა "ფეიკია".
მეტიც, "ოცნების" ლიდერი, ომბუდსმენს ღიად დაემუქრა.