კვირაში 2 დახურული პროცესი - ოპოზიციის ლიდერების საქმის განხილვა ფორსირებულ რეჟიმში გადადის
კვირაში ორი დახურული პროცესი და მთელი ოპოზიცია განსადჯელის სკამზე - პოლიტიკური ლიდერების საქმის განხილვა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაჩქარებული წესით დაიწყო. პოლიტიკოსების შეფასებით, ვინც დღეს პირველად გაიგო, რომ პროცესები მთელი ზაფხული და სწრაფი ტემით წავა, ამბობს, რომ ეს ივანიშვილის დაკვეთაა, რომელსაც უნდა რომ შემდგომაზე, ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი უკვე ციხეში ჰყავდეს.
ბრალდების მხარე სწრაფი მართლმსაჯულების არგუმეტით ხსნის სასამართლო პროცესების დაჩქარებული წესით ჩანიშვნას.
პროდასავულური პოლიტიკური პარტიების ლიდერები ფიქრობენ, რომ "ოცნებამ" ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობა დაიწყო მათი თავისუფლებთ. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პარტნიორების გარდა ივანიშვილის გუნდი ევაჭრება იმ პოლიტიკურ ძალებსაც, ვინც საპარლამენტო მანდატების 2024 წელს დათმო.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გამოძიება საბოტაჟს ედავება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2 დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძეს უცხო ქვენისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას - დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწიებს. ბრალდებულია ამ სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სააკაშვილიც - მას სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდების გამო 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდებული პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სექტემბრის ბოლოს პროდასავლურად განწყობილი ყველა ლიდერი ისევ ციხეში აღმოჩნდეს.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.