ენმ ცვლილებების მოლოდინში - ნანუკა ჟორჟოლიანთან და მის გუნდთან კონსულტაციები მიმდინარეობს

11.06.26 20:28
ენმ ცვლილებების მოლოდინში - ნანუკა ჟორჟოლიანთან და მის გუნდთან კონსულტაციები მიმდინარეობს

 

 

"ნაციონალური მოძრაობა" ცვლილებების მოლოდინში - ნანუკა ჟორჟოლიანმა პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა. ის  უფლებამოსილებას თინა ბოკუჩავსათან გაიყოფს. ორი ქალი პარტიის სათავეში  - მისაღებია თუ არა ეს მოდელი ენმ-ს  ძველი სახეებისთის სავარაუდოდ ყრილობაზე გაირკვევა. დაანონსებულ ცვლილებებს ციხიდან ჯერ არ გამოხმაურებია პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. 

ახალგაზრდები  წინა ხაზზე, ჩვენ უკან - ეს არის ნანუკა ჟორჟოლიანის  გეგმა. ჟურნალისტი საკუთარ როლს პარტიაში ხალხთან აქტიურ კომუნიკაციაში ხედავს.  მის გუნდთან კი კონსულტაციებია დაწყებული.  ახალ სახეებზე დებს ფსონს მიხეილ სააკაშვილიც. შეთანხმების შემთხვევაში პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ბრძოლა უკვე პოლიტიკური პლატფორმიდან მოუწევთ.