"ოცნება" გაეროში ირანთან შეთანხმებით მოქმედებს? - ელჩის აღიარებამ ივანიშვილის გუნდი შესაძლოა, ახალ სკანდალში გახვიოს

11.06.26 20:42
"ოცნება" გაეროში ირანთან შეთანხმებით მოქმედებს? - ელჩის აღიარებამ ივანიშვილის გუნდი შესაძლოა, ახალ სკანდალში გახვიოს

 

 

"ქართულ ოცნება" და ირანი გაეროში შეთანხმებულად მოქმედებენ? - ეს ამბავი დღეს საქართველოში ირანის ელჩმა გთქვა. როდესაც ირანელ დიპლომატს "პირველებმა" ჰკითხა, რატომ დაუჭირა ირანმა მხარი ოკუპირებილ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართელი დევნილების დაბრუნებას, თქვა, რომ მათი ეს სვლა ბიძინა ივანიშივლის პოლიტიკურ გუნდთან გარკვეული შეთანხმების ნაწილია - "არის ნაცვალგების პრინციპი"  

საქართველოში ირანის ელჩს მისი საქმიანობის 6 თვის შეჯამება სურდა. ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ ამერიკა მტერია და სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს, მაგრამ ირანი არ მარცხდება. ავტორიტარული ირანის წარმომადგენელი კმაყოფილია "ქართული ოცნებისგან" მიღებული მხარდაჭერით -  ნარატივი კი იგივე აქვს, რაც ივანიშვილის გუნდს კონგრესში მიღებული აქტის შესახებ. ირანის ელჩმა კობახიძის მსგავსად ჯო უილსონზე თავდასხმა არჩია.  

წარმომადგენელთა პალატამ ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა. სწორედ ამ დოკუმენტში მოხვდა საფრთხედ ირანის გავლენების ზრდაც. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მატებასთან ერთად სულ უფრო მეტ საფრთხეს ხედავენ ექსპერტები. სამოქალაქო იდეის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მუშაობენ ირანის ძალოვან უწყებებთან დაკავშირებული კომპანიები და ისინი სანქციებისგან გვერდის ასავლელად გამოიყენება.

საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება - ეს დასკვნა გააკეთა კვლევის შემდეგ ჰადსონის ინსტიტუტმა. ჰადსონის ცენტრის თქმით, გავლენისთვის გამოიყენება ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ამერიკის მიერ არის სანქცირებული და საქართველოში ფილიალები აქვს, ოღონდ ავტორიზაციის გარეშე.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები