ბრიუსელში, უვიზო მიმოსვლის თემაზე შეხვედრა დასრულდა - ქართულმა დელეგაციამ ევროკავშირის შენობა დატოვა
ბრიუსელში, უვიზო მიმოსვლის თემაზე შეხვედრა დასრულდა - რამდენიმე წუთის წინ, ქართველი დიპლომატების დელეგაციამ ევროკავშირის შენობა დატოვა.
საქართველოს წარმომადგენელი, გიორგი ტაბატაძე მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა - თქვა, რომ მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს.
რაც შეეხება შეხვედრის შედეგს, ტაბატაძე ამბობს, რომ "ამას მომავალი გვიჩვენებს".
"ევროსკოპის" კითხვაზე, გაიმართება თუ არა კიდევ ერთი დიალოგი საქართველო-ევროკავშირს შორის, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა განაცხადა - "ვნახოთ".
დიალოგი შედგა. დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი პოზიციები მოისმინეს და მომავალი გვაჩვენებს. პოზიტიურად ვარ განწყობილი", - თქვა ტაბატაძემ.
ბრიუსელში, საქართველო ევროკავშირის მოლაპარაკებები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დეტალები, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, წლის ბოლოს შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დადგეს.
ბრიუსელში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას სჭირდება მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც ბრიუსელი ვერ ხედავს.