“ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა ივანიშვილს “თავკერძა ავტორიტარული მმართველი“ უწოდა

11.06.26 21:06
“ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა ივანიშვილს “თავკერძა ავტორიტარული მმართველი“ უწოდა

ეს ორმაგი ბინძური თამაში, თამაში საკუთარ ხალხთან ერთის მხრივ ივანიშვილის მხრიდან და მეორე უბინძურესი თამაში დასავლეთთან, უპრეცედენტოა დასავლელი ლიდერებისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანი „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო- ევროპის საბჭოს და ახლა უკვე საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობები ამ ნიშნულზე არასდროს ყოფილა.

ამ ორგანიზაციებს არ ახსოვთ საკუთარ ისტორიაში, რომ რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანას ამდენი გაებედა. ვინც გაბედა, ყველა გაირიცხა, - ამბობს ახვლედიანი.

საქართველო- ევროპის საბჭოს და ახლა უკვე საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობები ამ ნიშნულზე არასდროს ყოფილა, უფრო მეტიც, ამ ორგანიზაციებს არ ახსოვთ საკუთარ ისტორიაში, რომ რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანას ამდენი გაებედა. ვინც გაბედა, ყველა გაირიცხა. გაირიცხა ევროპის საბჭოდან რუსეთი, ბელორუსი და მათთვის ყველაფერი დასრულდა. ეს ორმაგი ბინძური თამაში, თამაში საკუთარ ხალხთან ერთის მხრივ ივანიშვილის მხრიდან და მეორე უბინძურესი თამაში დასავლეთთან, უპრეცედენტოა დასავლელი ლიდერებისთვის. 

რომელ საუკუნეში, რომელ საქართველოში გვაცხოვრებს ივანიშვილი. უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ საქართველოს საზოგადოების ნაწილი საკმარისად შეეგუა ამ ვითარებას, რომ  ვართ ყელამდე წუმპეში, ვიხრჩვებით და ვდუმვართ. რა გიპნოზი ჩაგვიტარა ასეთი ივანიშვილმა. იმ ივანიშვილმა, რომლის ქება-დიდებაში სიტყვას ვეღარ პოულობენ კობახიძეები და მისი მსგავსი ვაი ლიდერები,- განაცხადა ახვლედიანმა. 

“ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა ივანიშვილს “თავკერძა ავტორიტარული მმართველი“ უწოდა.

დღევანდელ ევროპაში შემოდის ახალი ტერმინი, დემოკრატიული უსაფრთხოება, ეს ნიშნავს იმას, რომ არავინ მისცემს თანამედროვე ევროპასი უფლებას ივანისვილისნაირ თავკერძა ავტორიტარულ მმართველს, რომ აურიოს. შესაბამისად, არ თუ ვიზის საკითხი გადაიხედება ძალიან მკაცრად, თუ ესენი დარჩნენ, არამედ მივიღებთ უფრო მძიმე შედეგებს ქვეყნისთვის, - დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები