პარტიაში მიშას ტემპი უნდა დაბრუნდეს - პირველ სატელევიზიო ინტერვიუში ჟორჟოლიანი ჰყვება, რა პირობით მიდის ენმ-ში

11.06.26 22:33
პარტიაში მიშას ტემპი უნდა დაბრუნდეს - პირველ სატელევიზიო ინტერვიუში ჟორჟოლიანი ჰყვება, რა პირობით მიდის ენმ-ში

ჟურნალისტი, ნანუკა ჟოჟოლიანი გადაცემა “რექაციაში“ პირველ სატელევიზო ინტერვიუში დეტალურად ჰყვება, როგორ დაიწყო მასა და მიხეილ სააკაშვილს შორის მოლაპარაკებები, ენმ-ში ცვლილებებთან დაკავშირებით.

ჟორჟოლიანის თქმით, მათი მოლაპარაკება წერილობითი ფორმით, 3-4 დღე გაგრძელდა და ძირითადად მოსაზრებების გაცვლით შემოიფარგლებოდა, რა დროსაც სააკაშვილისგან შეიტყო, რომ ივლისის ბოლოს ყველა საკვანძო პირს პარტიაში ვადა ეწურებოდა და საჭირო იყო განახლება.

მოლაპარაკებები დაიწყო 3-4 დღის წინ, გარემოებები აფერხებდა ტემპის აჩქარებას. როდესაც ადამიანი ციხეშია და ხდება გაცვლა მოსაზრების, წერილობით ხდებოდა კომუნიკაცია. პირველი შეთავაზება იყო თავმჯდომარეობაზე. ეს არ გულისხმობს ვინმეს პოზიციიდან გაშვებას. ივლისიდან, თავისთავად, ყველა საკვანძო პირს ნაციონალურ მოძრაობაში ვადა ეწურება და როგორც ამიხსნეს ეს ხდება იშვიათად და ეს სწორედ ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ვადა ყველას ერთიანად ეწურება. შესაბამისად, პარტია ემზადება დიდი განახლებისთვის.

მიშას შემოთავაზება, რაშიც მე მხედავდა იყო ის პროცესები, რომ სახალხოობა მიხსენა ბევრჯერ წერილში. უმრავლესობის პლატფორმა, ვფიქრობ გახდა მისთვის ბიძგი. მომწერა, რომ ახალგაზრდობის დანახვა, მათთვის ფუნქციის მიცემა და წინ გამოყვანა იყო საჭირო. წინა წერილებით ვხდებოდი, რომ ...ეს არ იყო შემოთავაზება, მაგრამ უმრავლესობაზე, კონკრეტულ ახალგაზრდებზე, მოსწონდა ძალიან, კონკრეტული ადამიანების გამოსვლებზე, ეთერებზე, მისი რეპლიკებით ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო ის მიშა, რომელიც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში იტყოდა. ვფიქრობდი, რომ რაღაცისკენ მიდის, მაგრამ კონკრეტულად რისკენ არ დამიშვია. წერილში იყო, რომ პარტიაში გასდის ვადა ყველა საკვანძო თანამდებობის პირებს, მიუხედავად იმის, რომ შენ პოლიტიკური გამოცდილება არ გაქვს... მე პირდაპირ ვუთხარი, რომ პარტიის თავჯდომარეობა გამორიცხული იყო, რადგან ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. მე ვუთხარი, რომ მიშა, ახლა შენ პარტიაში რა იდეასაც ვხედავ, მაგისთვის არ მგონია, რო, შენ მზად იყო. მე როგორც ახალი სახე არსად მივალ, არსად არავის შევემატები, როგორც ახალი ადამიანი, რადგან მე ახალია ადამიანი არ ვარ, მგონია, რომ ყველასთვის ძველი ვარ, მათ შორის ნაცმოძრაობის ამომრჩევლისთვისაც. აი, ზუსტად ეგ პროცესია საჭირო ნაციონალურ მოძრაობაში, ახალი სახეები უნდა მივიდნენ, ახალგაზრდები, მათ შორის შიგნით მყოფნი, არა ფონის შექმნისთვის, არამედ ისინი უნდა მივიდნენ საკვანძო თანამდებობებზე, გადაწყვეტილებების მიმღებ ტიპებად და მათ უნდა თქვან, რომ ხო, ჩვენ ყველა ერთად, ნანუკასთან ერთად, ვიღებთ პასუხისმგებლობას, ეს სიტყვა მნიშვნელოვანია. თუ გამარჯვება იქნება, ჩვენი გამარჯვება იქნება, თუ დამარცხება, ისიც ჩვენი,- თქვა ჟორჟოლიანმა. 

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ არის რაღაც დეტალები, რომლებიც ჯერ ისევ შესათანხმებელია, თუმცა, ზუსტად იცის, რომ სააკაშვილი რევოლუციური ცვლილებებისთვის მზად არის.

ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ “მიშას წარმატების ფორმულა იდგა იმაზე, რომ ენდობოდა გარედან ადამიანებს, შესაბამისად ამან ისევ უნდა იარსებოს.“

მიშას ენერგია, მიშას ტემპი უნდა დაბრუნდეს იმ პარტიაში, - თქვა მან. 

მე ზუსტად ვიაზრებ, თუ ამ გადაწყვეტილება მივიღებ, ეს როგორი მარტივი იქნება. არის რაღაც დეტალები, რაზედაც უნდა შევთანხმდეთ, ძაალიან შიდა დეტალია და არ იქნება სწორი, საუბარი. მიშასთან შეთანხმებული ვარ, მას ჩემი თანხმობა აქვს, რაც დაწერა ის საჯარო პოსტი და რევოლუციური ცვლილებებისთვის რომ მზად არის. მე ამას ვუყურებ სააკაშვილის ენერგიის მიტანას, მე ვერ გავხდები პოლიტიკოსი, კლასიკური გაგებით, მე შემიძლია სწორი მენეჯმენტი ვახორციელო პარტიაში. ადამიანებისთვის ისევე საჭის მიცემის, როგორც მიშა აკეთებდა. მიშას წარმატების ფორმულა იდგა იმაზე, რომ ენდობოდა გარედან ადამიანებს. არა მარტო ნაცებს და მის წიაღში გაზრდილ-დაბადებულებს, არამედ გარეთ. ამან უნდა იარსებოს, - თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ძველ პარტიას და პარტიის წევრებს რა როლი ექნებათ პარტიის შემდგომ განვითარებაში, ჟორჟლიანმა შემდეგი პასუხი გასცა:

არსებობს სპორტულ სამყაროში ძალიან კარგი მოდელი, ვეტერანები როგორ იქცევიან, 80 % მიდის სამწვრთნელო შტაბში, ხდებიან მწვრთნელები და მთელ თავიანთ დაგროვილ ენერგიას, ინფორმაციას და ა.შ. უზიარებენ ახალგაზრდებს. არიან ეს ადამიანები, რომლებმაც საკუთარ შეცდომებზე ისწავლეს და ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ შენ ახლა პასი აქედან უნდა მისცე. მე მგონია, რომ ამ კულტურის დამკვიდრება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ნაცმოძრაობის ვეტერან პოლიტიკოსებს ძალიან კარგად ესმით, რომ მნიშვვნელოვანია, მთელი გამოცდილება, რაც დააგროვეს გაუზიარონ ახალგაზრდებს, ვინც იქ მივლენ,- აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

 

 

მსგავსი სიახლეები