კუჭავამ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მე და ბაქრაძეს შეხვედრა გვთხოვა, თუმცა, მეორე დღეს სხვაგან გადაიყვანეს - უსუფაშვილი

11.06.26 23:16
კუჭავამ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მე და ბაქრაძეს შეხვედრა გვთხოვა, თუმცა, მეორე დღეს სხვაგან გადაიყვანეს - უსუფაშვილი

“ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მას და დავით ბაქრაძეს შეხვედრა და პარლამენტის სახის გაუმჯობესებაზე რჩევების გაზიარება სთხოვა.

უსუფაშვილის თქმით, ამ შეთავაზებას ორივე დასთანხმდა, თუმცა, კუჭავა მეორე დღეს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს და შესაბამისად, შეხვედრა არ შედგა.

კახა კუჭავამ, მე და დათო ბაქრაძეს, მაშინ ორივე პარლამენტში ვიყავით, გვთხოვა შეხვედრა, შევხვდით, თქვა, რომ მინდა პარლამენტის გამოსახულება გავაუმჯობესოთ, მისი სახე საზოგადოებაში, თქვენ ალბათ ნაფიქრი გაქვთ და შევხვდეთ. ჩვენ ვუთხარით, რომ კი გვაქვს ნაფიქრი და ზეგ შევხვდეთ, თუმცა მეორე დღეს ვიგებთ, რომ სხვაგან, სხვა სამსახურში გადავიდა, - განაცხადა უსუფაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.

მსგავსი სიახლეები