“ოცნებაში“ შიდა ჩემპიონატი ეგზოტიკურ ფორმებს იძენს და გოგო-ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებიან უხვსიტყვაობაში - ყიფიანი

12.06.26 00:01
“ოცნებაში“ შიდა ჩემპიონატი ეგზოტიკურ ფორმებს იძენს და გოგო-ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებიან უხვსიტყვაობაში - ყიფიანი

ვერ გეტყვით ეს შიდა ჩემპიონატი, “ქართული ოცნების“ შიგნით, რამდენად არის წახალისებული პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიერ, მაგრამ ეს შიდა ჩემპიონატი, რომ საინტერესო და ეგზოტიკურ ფორმებს იძენს, ფაქტია - ამის შესახებ ინიციატივა “ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ფაქტობრივად, გოგო-ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებიან უხვსიტყვაობაში.“

დანამდვილებით ვერ გეტყვით ეს შიდა ჩემპიონატი, “ქართული ოცნების“ შიგნით, რამდენად არის წახალისებული პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიერ, მაგრამ ეს შიდა ჩემპიონატი, რომ საინტერესო და ეგზოტიკურ ფორმებს იძენს, და ფაქტობრივად, გოგო-ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებიან უხვსიტყვაობაში, ეს ფაქტია. დასანანი ის არის, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა არამარტო პოლიტიკური და საგარეო კონცეპტებისგან არის დაცლილი, არამედ, ნორმალური ლექსიკისგანაც ასევე არის გამოცლილი. მითუმეტეს დასანანია, რომ ხომ დებენ თავს, ქართული იდენტობა, სუვერენიტეტი, კულტურა და ისტორია, როგორი შეუფერებლია ის ლექსიკა, რომელიც ჩვენ გვესმის, რომელსაც, რუსეთში ბებიები რომ ჩამოჯდებიან სადარბაზოსთან, იმ ენით რომ საუბრობე, ასე მგონია, მათი ლექსიკაც, დღეს უფრო შეიძლება დახვეწილი იყოს, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ისინი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები არიან და ამ ლექსიკით ესაუბრებიან სამყაროს, ასე წარმოადგენენ ჩვენ ქვეყნას, ეს არის მათი სავიზიტო ბარათი. ეს ძალიან სავალალო ფაქტია. სტანდარტების დადაბლება, ჯერ საკუთარ მოქალაქეს აჩვევენ იმ ფაქტს, რომ ასე შეიძლება ესაუბრო როგორც შენიანს, ასევე გარეთ და დანარჩენი სამყაროს თვალშიც, რა თქმა უნდა,  ეს არცთუ მისაბაძი სურათია, - ამბობს ყიფიანი.

მსგავსი სიახლეები