ირაკლი ჭეიშვილი: ჯო უილსონი დიფ-სთეითის გავლენებით იმართება

12.06.26 12:56
ირაკლი ჭეიშვილი: ჯო უილსონი დიფ-სთეითის გავლენებით იმართება

 

 

მას შემდეგ რაც ჯო უილსონის დაინიცირებული "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ სენატმა ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა, "ოცნების" მხრიდან ამერიკელი კონგრესმენის მიმართ კრიტიკა არ წყდება.

დღეს ირაკლი ჭეიშვილმა უისონ "დიფ-სთეითისგან მართული უწოდა". მეტიც, "ოცნების" წევრი ირწმუნებოდა, რომ არა მარტო ჯო უილსონი, არამედ ბევრი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ბრიუსელში სწორედ დიფ-სთეითისგან იმართება. 

დიფ-სთეითის გავლენებით არა მხოლოდ ჯო უილსონი, არამედ ბევრი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ბრიუსელშიც დიფ-სთეითის გავლენის ქვეშ არის და ყოველ მათ გადადგმულ ნაბიჯს ეს ეტყობა საქართველოსთან მიმართებაში და პროცესს რომ მართავს, ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ. ამ კონკრეტულ დოკუმენტთან დაკავშირებით, მე მაქვს ჩემი მკაფიო პოზიცია, რომ ამ დოკუმენტს ამ კონკრეტულ შემთხვევაშიბ არ ექნება განვითარება, იმიტომ, რომ საქართველო დონალდ ტრამპის იდენტურ პოლიტიკას ატარებას ჩინეთთან მიმართბაში", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა.

"კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.

კანონპროექტი ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.

დოკუმენტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) თებერვალში წარადგინეს.

მსგავსი სიახლეები