ჯო უილსონი ტრაგიკომიკური ადამიანია - არჩილ გორდულაძე
"ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ ჯო უილსონს "ტრაგი-კომიკური ადამიანი" უწოდა - ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელის სამიზნე ამერიკელი კონგრესმენი დღეს სენატში წარდგენილი "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ გამო გახდა.
გორდულაძე ასაუბრობს დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტზე და ირწმუნება, რომ ამერიკა ისევე ცდილობს ჩინეთთან ურთიერთობის გაღმავებას, როგორც საქართველო.
უბრალოდ კომიკურია, რომ ერთი მხრივ ცდილობდეს ასეთი ტრაგი-კომიკური ადამიანი, როგორიც ჯო უილსონია, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტ ტრამპის პარტიას, მან თითქოს არ იცის, რომ პრეზიდენტი ტრამპი პირდაპირ აცხადებს, რომ სი ძინ პინი არის მისი მეგობარი, უმნიშვნელოვანესია ჩინეთთან ურთიერთობების, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, სულ ახლახანს იმყოფებოდა შტატების პრეზიდენტი ჩინეთში და ეს ამერიკისთვის ხელსაყრელია და საქართველოს თითქოს არ აქვს უფლება, რომ პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდეს ჩინეთთან, მათ შორის ეკონომიკურ საწყისებზე. რა თქმა უნდა, როგორც შტატებისთვის, ისევე საქართველოსთვის დივერსიფიცირება ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორებისა", - აცხადებს გორდულაძე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა.
"კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.
კანონპროექტი ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.
დოკუმენტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) თებერვალში წარადგინეს.