სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია - მარიამ ჯიშკარიანი

19.11.21 00:27
სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია - მარიამ ჯიშკარიანი

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ საქართველოს მესამე ორეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ჯიშკარიანი პაციენტის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს. 

სააკაშვილის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა. არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ პაციენტის ეს მდგომარეობა მართული იყოს", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

მისი თქმით, ექიმებს არ მიეცათ საშუალება რომ შეემოწმებინათ სააკაშვილი.

მხოლოდ მე შევამოწმე და ენდოკრინოლოგმა. არის ცერებროორგანული დისფუნქცია. ამჟამადაც არის გამოხატული ამის ნიშნები. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში, საჭიროებს ისეთ მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს, აქ სიტუაციას ვერ ფლობენ ექიმები"- დასძინა "ემპათიას" ხელმძღვანელმა.

ჯიშკარიანის თქმითვე, ვითარება ახლოსაა "სიმპტომების შეუქცევად განვითარებასთან". 

იმის რეგულირებას, თუ ვინ შევა და გამოვა, აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ ფორმიანი ადამიანები, რაც კლინიკის ტერიტორიაზე დაუშვებელია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

მსგავსი სიახლეები