რას ამბობენ “ოცნებაში“ TIR PARK-ების კორუფციული სქემის შესახებ

12.06.26 17:14
რას ამბობენ “ოცნებაში“ TIR PARK-ების კორუფციული სქემის შესახებ

 

 

“ქართული ოცნებაში“ აქამდე არ სმენიათ, TIR PARK-ების თემაზე და არც ის,  რომ  მხოლოდ “ქართული ოცნების“ შემომწირველებს აქვთ პარკირების უფლება.

ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა არც კი წაუკითხავს და კითხვის ადრესატი თავად არ არის.

“ბატონ გიას ჰკითხეთ? არც მისაუბრია მაგ თემაზე, თვითონ გაგცემთ პასუხს“, - ამბობს ის.

მიუხედავად იმის, რომ ჭეიშვილს კვლევა წაკითხული არ აქვს, არ სჯერა, რომ კონკურენციის გარეშე ხდება აუქციონებზე, ან ტენდერებზე ნებართვის გაცემა. 

კონკურენცია არის ნებისმიერი ნებართვის გაცემის დროს, ეს აუქციონი იქნება, ტენდერი და სხვა,- ამტკიცებს ის.

მე თქვენგან მესმის პირველად, არ მსმენია, ყოველ შემთხვევაში და რა პასუხი უნდა გაგცეთ, ეს არის არასწორი, რომ თითქოს, იქ კონკურენცია არ არის და ქართული ოცნების შემომწირველებს აქვთ მხოლოდ პარკირების უფლება. ბატონ გიას ჰკითხეთ? არც მისაუბრია მაგ თემაზე, თვითონ გაგცემთ პასუხს. არ არის სწორი, კონკურენცია არის ნებისმიერი ნებართვის გაცემის დროს, ეს აუქციონი იქნება, ტენდერი და სხვა. ყველაფერი რატომ უნდა წავიკითხო, რატომ უნდა მქონდეს წაკითხული, პარკირება ვინ მოაწყო სარფის საბაჟოსთან. ქართული ოცნების დეპუტატებს კი არა, ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა მთელი საქართველო. არავის არ აქვს, ახლა არის კონკურენცია, არ უნდა ჰქოდნეს, რა თქმა უნდა. კონკურენციის პირობებში უნდა ჰქონდეს, - განაცხადა ჭეიშვილმა. 

  • TIR PARK-ების კორუფციული სქემა: როგორ მოხვდა ტრაილერის მძღოლებისგან ამოღებული 2 მილიონი ლარი “ქართული ოცნების” სალაროში? -ამ სათაურით აქვეყნებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას, სადაც საქართველოში მოწყობილ 35 ლიცენზირებულ TIR PARK-ზე წერს, რომელთაგან 8 საბაჟო-გამშვებ პუნქტებთანაა განლაგებული.
  • ორგანიზაციის ინფორმაციით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი 8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები, ასევე დირექტორები „ქართული ოცნების” წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან.
  • ორგანიზაციის ცნობით, მათ “ქართულ ოცნებას” და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2014 წლიდან დღემდე, ჯამში 1,991,000 ლარი შესწირეს.

მსგავსი სიახლეები