შეიძლება, გონება დაკარგოს და გონს ვეღარ მოვიდეს - ექიმი სააკაშვილზე

19.11.21 00:58
შეიძლება, გონება დაკარგოს და გონს ვეღარ მოვიდეს - ექიმი სააკაშვილზე

ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმი ლევან ბესელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობასთან დაკავშირებით მძიმე პროგნოზს აკეთებს.

მისი თქმით, პაციენტს სჭირდება ინტერნსიური თერაპია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძკია, გონს ვეღარ მოვიდეს. 

მიხეილ სააკაშვილი ცნობიერების მკვეთრი დაქვეითების პერიოდშია. გონზეა თუმცა პერიოდულად არ არის იმ ცნობიერებაზე, რომ ადეკვატურად უპასუხოს ყველა შეკითხვას. ის არის ღრმა ჰიპოვოლემიურ მდგომარეობაში, საკმაოდ მძიმე ფორმით გამოხატულია დიარეა , ამ ფონზე, პაციენტთან შემცირებულია დიურეზი, რაც ნიშნავს, რომ ის ადეკვატურად ვერ შარდავს. ჰიპოვოლემიის თანხლება დიარეასთან რაც უმძიმესი წინაპირობაა, ღრმა და მძიმე ჰიპოვოლემიური შოკის განვითარების"- განაცხადა ექიმმა.

ლევან ბესელიას განცხადებით, საჭიროა მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში დაუყივნებლივ გადაიყვანონ.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აუცილებლად სჭირდება თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევას, ასევე  ელექტრო ენცეფალოგრაფიული კვლევა.

სჭირდება მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მოსალოდნელია არათუ გონების კარგვის ეპიზოდი, შეიძლება გონება დაკარგოს და გონს ვეღარ მოვიდეს", - თქვა ექიმმა. 

 

მსგავსი სიახლეები