უშედეგო მოლაპარაკებები ბრიუსელში - რა უთხრეს "ოცნებას" დახურულ მოლაპარაკებებზე და რა პასუხი აქვს ივანიშვილის გუნდს
ევროკავშირსა და "ოცნების" ხელისუფლებას შორის უთანხმოება კიდევ უფრო ღრმავდება. ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, რის შემდეგაც ევროკომისიამ პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
გაირკვა, რომ ორსაათიან შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას დეტალურად განუმარტეს, რატომ შეუჩერა ევროკავშირმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ მაღალჩინოსნებს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში.
ეს განცხადებები საჯაროდ, კამერების წინ გაკეთდა, თუმცა დახურულ კარს მიღმა გამართული დისკუსიის დეტალები „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა გაარკვია. მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ბოლომდე იცავდნენ "ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებულ შემზღუდავ კანონებს. როდესაც მათ განუმარტეს, რომ კანონები, რომლებიც ქართველი მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციულ სანქციებს ითვალისწინებს, ევროკავშირის შეფასებით გასაუქმებელია, დელეგაციის წევრმა გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის.
„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს — ბრიუსელის რეკომენდაციები არ შესრულდება. ეს კი ნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ დგება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 37 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება. საკითხი კვლავ რჩება ბრიუსელისა და თბილისის ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.