აშშ-მ და ევროკავშირმა უნდა მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში - Washington Examiner
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, - ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დასავლეთმა საქართველოს მთავრობას დაუყონებლივ უნდა მოუწოდონ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში. წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი გააცნობიერებს, რომ შესაძლებელია მის პოლიტიკურ ოპონენტებში წმენდის ჩატარება დასავლეთისგან რეაგირების გარეშე. ამ შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან სწრაფად გაუარესდება,“ - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულიია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ხელისუფლებას ის მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაჰყავს.
თუ ის მოკვდება, ეს შეიძლება მოასწავებდეს საქართველოს მტკიცე უკან დახევას ავტორიტარიზმსა და კრონიზმში.
ბაიდენის ადმინისტრაცია ამ სიტუაციაში დუმს. როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ სააკაშვილის მოპყრობის უფრო ძლიერმა დაგმობამ შეიძლება გამოიწვიოს თბილისის მიერ უფრო მეტად პრორუსული პოზიციის არჩევა. ეს არის შეცდომა. ქართველები ამერიკის შეერთებულ შტატებისგან მოელიან ლიდერობას და საქართველოს მთავრობის მიდგომა ნათელია: ის სერიოზულ დასავლურ ჩართულობას რუსულ კრონიზმს ამჯობინებს. ივანიშვილი კანონის უზენაესობას პატივს არ სცემს. ქართველებს სჭირდებათ და იმსახურებენ აშშ-ის მორალურ ლიდერობას და მხარდაჭერას,“- აღნიშნულია სტატიაში.