დღეს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიცია აქციას გამართავს
ოპოზიციის საპროტესტო აქცია დღეს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარემ, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა და მომხრეებს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდა.
ოპოზიციური პარტიები დღეს სამი სხვადასხვა ადგილიდან აქცია-მსვლელობას გეგმავდნენ, თუმცა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გაუქმდა.