"სინდისის პატიმრების ხმა კიდევ უფრო მეტ მოქალაქემდე უნდა მივიდეს" - სამუშაო შეხვედრა დაკავებულების მშობლებთან
პრო-ევროოპული აქციების დროს დაკავებული დემონსტრატების მშობლები წინააღმდეგობის ახალ ტალღას აანონსებენ. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მთელი ზაფხულის განმავლობაში შეხვედრების ჩატარებას აანონსებენ. სურთ რომ მოიარონ მთელი ქვეყანა, მივიდნენ ხალხთან და უთხრან რომ მათი შვილები უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან.
დღეს ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც "პირველებს" თეონა ჭალიძემ განუცხადა, "სინდისის პატიმრების ხმა კიდევ უფრო მეტ მოქალაქემდე უნდა მივიდეს", სწორედ ამიტომ მთელი ზაფხული შეხვედებით და რეგიონებში გასვლით დატვირთული იქნება.
ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრა სინდისის პატიმრებთან მშობლებთან და ოჯახის წევრებთა ერთად. ვგეგმავთ ზაფხულის განმავლობაში, მომდევნო სამი თვე რა უნდა გავაკეთოთ თბილისსა და რეგიონებში - როგორი აქტივობები უნდა იყოს იმისთვის, რომ სინდისის პატიმრების ხმა კიდევ უფრო მეტ მოქალაქემდე მივიდეს, კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ პროპაგანდასთან ბრძოლაში. ამ პროცესში ჩვენ ვგეგმავთ, რომ მრავალფეროვანი აქტივობებით, პატიმრების მშობლებთან ერთად ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ადამიანთან, მოხალისესთან, პოლიტიკურ და საინიციატივო ჯგუფთან", - ამბობს თეონა ჭალიძე.