საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს და კანონს - ლორა თორნტონი

19.11.21 10:45
საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს და კანონს - ლორა თორნტონი

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში, ლორა თორნტონი ამბობს, რომ მთავრობა ომბუდსმენის ინსტიტუტს ძირს უთხრის.

თორნტონი  "ქართული ოცნების" მხრიდან სახალხო დამცველის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს  Twitter-ზე ეხმაურება.

ადრეც ვთქვი, რომ დამოუკიდებელი ორგანოების ნაკლებობა - და შეკავება- გაწონასწორების პრინციპი (checks and balances) საქართველოს სისუსტე იყო. ომბუდსმენის ინსტიტუტი ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო. ახლა საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ამ ინსტიტუტს და ორგანულ კანონს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთ მარცხია", - წერს ლორა თორნტონი. 

 

მსგავსი სიახლეები