გლდანის ციხეში სპცერაზმის და პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა
უმძიმესი ღამის შემდეგ დილიდან მოვლენების ეპიცენტრი ისევ გლდანის ციხეა. ადგილზე სპცერაზმის და პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. ტვ პირველის კამერამ ცოტა ხში ნის წინ გლდანის ციხის თავზე ვერტმფრენი დააფიქსირა.
ადგილზე რამდენიმე წუთში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც მივლენ, რომლებიც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას გაასაჯაროვებენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ ადვოკატებთან შეხვედრის დროს გონება დაკარგა, რისე შემდეგაც ის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხელისუფლება კი ისევ დუმილის რეჟიმშია და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე არაფერს ამბობს.