ექსკლუზივი: როგორ გამოჟონა პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეების წამების კადრებმა

13.06.26 21:45
ექსკლუზივი: როგორ გამოჟონა პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეების წამების კადრებმა

პირი, ვინც "შაბათის ეთერს" პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე სასტიკი ძალადობის ამსახველი 5 ფაილი 32 წლის IT-სპეციალისტის, გიორგი კვიცარის დედამ მიაწოდა. ეთერ კვიცარიძე აცხადებს, რომ გიორგი კვიცარიძემ სამართალდამცველების მხილების მიზნით პოლიციელების ჩატში შეაღწია და ძალადობის ამსახველი 33 ფაილი მოიპოვა.

კაცი ამჟამად  პატიმრობაშია - მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კადრების მოპოვების გამო მას პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს და  დააკავეს. 

„5 ფაილი მე მაქვს. არსებობს 33 ფაილი, რომლებიც ჩემი შვილის კომპიუტერშია და კიდევ კარგი, შენახული მაქვს. იმ ფაილებში ამაზე უარესი კადრებია“, – ამბობს "შაბათის ეთერს" ეთერ კვიცარიძემ.

დედა საუბრობს "სიგარეტით დაწვის  და გაშიშვლების პრაქტიკაზე".

ირკვევა, რომ მამხილებელი კადრების შესახებ მან თავდაპირველად მოსამართლე, ქეთევან თხელიძეს აცნობა, რომელიც მისი შვილის საქმეს განიხილავდა, თუმცა დედის თქმით, ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. ფაილებით არც პროკურორი დაინტერესებულა და ქუთაისიდან თბილისში გადაამისამართა. 

გიორგი კვიცარიძის ადვოკატის განცხადებით, ჩხრეკის ოქმებში ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს. 

დედა ყვება, რომ პროკურატურა მათ სთავაზობდა ე.წ. „საპროცესო გარიგებას“ და სასჯელის შემსუბუქებას იმის სანაცვლოდ, თუ ისინი კადრებს არ გაასაჯაროებდნენ.

მსგავსი სიახლეები