სასახლის ღობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს
სასახლის ღობის საქმე - პირების საქმეზე, რომელთაც ბრალი არ აღიარეს და საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, დღეს შესაძლოა, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენი გამოაცხადოს.
- ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ბრალდებულები არიან: ზურაბ ჭავჭანიძე, ამირან დოლიშვილი, ვლადიმერ გველესიანი, ალექსანდრე ჩილაჩავა, ანტონ ვარდანიძე, სულხან ტუღუში, გენადი კუპრეიშვილი და რამაზ მამულაძე.
ცნობილია, რომ ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ. სხდომათა დარბაზში იქნება ბათუმელი მედროძე ზურაბ ჭავჭანიძე, რომელიც მოსამართლემ წინა პროცესიდან გააძევა.
ცნობისთვის, აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - ლევან ჯიქიას, გიორგი ქორქიას, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი რურუას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, 22 პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.