ხოშტარიას გადაწყვეტილება, მედიკამენტოზურ მკურნალობასა და გადასხმებზე უარის თქმა, ძალიან სახიფათოა - კალოიანი
„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ექიმის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ხოშტარიას გადაწყვეტილება შიმშილობის მე-17 დღეს მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ ძალიან სახიფათოა.
კალოიანმა ამის შესახებ ხოშტარიას განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა.
შიმშილობის მე - 17 დღეს ეს გადაწყვეტილება [მედიკამენტოზურ მკურნალობასა და გადასხმებზე უარის თქმა] ძალიან სახიფათოა. საუბარია „თიამინზე“ და იმ მინიმალურ სითხეებზე, რომელსაც ის იღებდა კეტოზის ოდნავ შესამცირებლად“, - წერს კალოიანი.
„დროას“ ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია მე-17 დღეა შიმშილობს. ხოშტარიას თქმით, ის აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, სანამ არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში.