„სოციალური კალათის“ ვებპლატფორმის შესაქმნელად მთავრობამ 53 000 ლარი გამოყო

15.06.26 13:27
„სოციალური კალათის“ ვებპლატფორმის შესაქმნელად მთავრობამ 53 000 ლარი გამოყო

სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტებისთვის საიტი შეიქმნება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 53 000 ლარი გამოიყოფა. განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

 საიტის შესაქმნელად თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გამოეყოფა.

განკარგულების მიხედვით, საიტის შექმნის მიზანი ფასდაკლებული პირველადი მომხმარების პროდუქტების შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

ინფორმაცია თავდაპირველად BM.GE-მ გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები