"თუ ხელისუფლება სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რეაქცია იქნება ადექვატური" - ოპოზიციის ბრძოლა მწვავდება

19.11.21 11:39
"თუ ხელისუფლება სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რეაქცია იქნება ადექვატური"  - ოპოზიციის ბრძოლა მწვავდება

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ოპოზიციის ბრძოლის ფორმები კიდევ უფრო მწვავდება. დედაქალაქის ცენტრი დღეს დიდი პროტესტის ეპიცენტრი იქნება. მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ოპოზიციის ლიდრები, სამოქალაქო აქტივისტები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.

 ოპოზიციის ლიდერები საზოგადოებას  გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებენ. 

ვართ იმ წერტილამდე მისულები, სადაც საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ სისრულეში ვერ მოიყვანოს „ქართულმა ოცნებამ“ ის გეგმა, რომელიც ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს. დღეს აქციის დაწყებამდე, მანამ, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ჩვენს მიერ გავაცნოთ საზოგადოებას თუ როგორ გრძელდება ბრძოლა ამ უსამართლობის აღსაკვეთად, ხელისუფლებამ , რეჟიმმა უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში. თუ სწორ გადაწყვეტილებას ესენი არ მიიღებენ, უახლოეს საათებში რეაქციაც და ქმედებაც იქნება ადექვატური, - განაცხადა " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები