"ქართულ ოცნებას" სანქციების ახალი ტალღა უახლოვდება? - ბრიუსელიდან მკაცრი გაფრთხილება მოდის

15.06.26 20:10
"ქართულ ოცნებას" სანქციების ახალი ტალღა უახლოვდება? - ბრიუსელიდან მკაცრი გაფრთხილება მოდის

დღეს ევროკავშირის პირველმა დიპლომატებმა უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირეს. ამ დროს საქართველო ამ პაკეტში აღარც კი განიხილება. ევროკავშირის მსჯელობს როგორ დაუწესოს  სანქციები ძალას, რომელიც დღეს საქართველოს მართავს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ქართულ ოცნებას" რეჟიმად მოიხსენიებს. 

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრებისთვის ერთად იბრძოდნენ, თუმცა საქართველო დიდი გაფართოების მიღმა დარჩა. ევროკავშირში პირდაპირ ამბობენ, რომ მიზეზი - "ქართული ოცნების" მტრული საგარეო პოლიტიკაა. რა არის საჭირო რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს? - მინისტრები დემოკრატიულ არჩევნებსა და რეფორმებს ასახელებენ.

საქართველო დღეს ევროკავშირის დღის წესრიგს მიღმაა დარჩენილი. ევროპელი მინისტრები ახლა ორ საკითხზე მსჯელობენ. სანქციები "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების წინააღმდეგ და უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხი. მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობას ამჟამინდელ მთავრობას აკისრებენ, რომელიც საჭირო რეკომენდაციებს არ ასრულებს და მათ მხარდაჭერას მხოლოდ ქართველ ხალხს უცხადებენ.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში