სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კატასტროფული - ხუნდაძე
"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კატასტროფული, თუმცა საყურადღებოა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, დიმიტრმა ხუნდაძემ, გლდანის ციხის დატოვების შემდეგ თქვა.
შევთანხმდით, რომ ყველა საჭირო კვლევა, ეს იქნება ინსტრუმენტული, ლაბორატორიული თუ სხვა, რა თქმა უნდა, არაფერზე არ უნდა ითქვას უარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საზიანოდ. შეფასდება კონკრეტული საკითხები, რისი გაკეთება შეიძლება ადგილზე, რისი გაკეთება შეიძლება იმის ხარჯზე, რომ დაემატოს რესურსი, მაგრამ თუ საჭიროება დადგა, მისი გადაყვანის სხვა კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა არც ამაზე ვიტყვით უარს, მაგრამ აქვე, უნდა დაგვეხმარონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებიც, რომელთა ნაწილი თავისი შეძახილებით ახალისებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ შეწყვიტოს შიმშილობა - შესაძლოა და მრჩება ეჭვი, რომ ზოგიერთის ინტერესში შედის ვითარების კიდევ უფრო მეტად დამძიმება, ამიტომ, ყველამ უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთ მნიშვნელოვან დაზღვევაზე გადის, მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი მსჯავრდებულის, ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული", - თქვა ხუნდაძემ.