ქვეყანა მძინე კრიზისში - რა წერია საქართველოზე Amnesty International-ის ანგარიშში

15.06.26 20:31
ქვეყანა მძინე კრიზისში - რა წერია საქართველოზე Amnesty International-ის ანგარიშში

საქართველოს Amnesty International-ი ასახელებს, როგორც მწარე გაკვეთილს, თუ როგორ შეუძლია მმართველ ძალას სახელწიფო ინსტიტუტები ძალაუფლების მისატაცებლად გამოიყენოს. ფაქტები და მტკიცებულებები გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ვრცელ ანგარიშში გაანალიზა და დაწერა, რომ ის, რაც ახლა "ქართული ოცნების" პირობებში ხდება, ავტორიტარიზმია

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობით, საქართველოში ასეთი კრიზისი ჯერ არ ყოფილა. რეპრესიების ანატომია და საქართველო, პროტესტის დარბევებისა და მედეგობის 500 დღე - ასე ასათაურებს Amnesty International-ი ანგარიშს, რომლითაც ხელისუფლებას რეპრესიული კანონების გაუქმებას და იმ პატიმრების გათავისუფლებას სთხოვს, რომლებიც პროევროპულ აქციებზე იყვნენ და ამის შემდეგ დააპატიმრეს.

"ქართულმა ოცნებამ" საქართველოში შექმნა რეალობა, სადაც განსხვავებული აზრის და პროტესტის გამოხატვა დანაშაულად მიიჩნევა - წერენ იმ ორგანიზაციის მკვლევარები, ვინც ადამიანის უფლებათა მდგომარეობას მთელს მსოფლიოში აკვირდებიან. საქართველოში დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ავიწროებენ და სამოქალაქო საზოგადოებას ეროვნულ მტრად თვლიან. ასეთი ანგარიშები აქამდე რუსეთსა და ბელორუსზე იწერებოდა, ახლა უკვე მათ რიგებს საქართველოც მიემატა.

დეტალებით ხატია სამხარაძე 

მსგავსი სიახლეები