"ქართული ოცნება" ასეთი ქმედებებით პოლიციელებს ახალისებს" - ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციელების მიერ მოქალაქეებზე ძალადობაზე

15.06.26 23:16
"ქართული ოცნება" ასეთი ქმედებებით პოლიციელებს ახალისებს" - ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციელების მიერ მოქალაქეებზე ძალადობაზე

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, დღეს პოლიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური ინტერესს ემსახურება. 

მისი თქმით, სისტემა "ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ ჯიბეს და კორუმპირებულ ელიტას იცავს". 

დღეს პოლიცია ემსახურება "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ინტერესს, როგორც თავის დროზე ის პოლიცია წინა ხელისუფლების დროს ემსახურებოდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ინტერესს. დღეს ეს სისტემა იცავს ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ ჯიბეს, ისინი იცავენ კორუმპირებულ ელიტას, რომელიც ამ ქვეყანას ძარცვავს და ადამიანის უფლებებს აღრვევენ," - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი. 

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ დაუსჯელობით "ქართული ოცნება" პოლიციელების მიერ მოქალაქეებზე ძალადობას ახალისებს. 

"ქართული ოცნება" ასეთი ქმედებებით პოლიციელებს ახალისებს, ახალისებს წულუკიანი, როდესაც იძახის პარლამენტის სხდომაზე, ისე სცემეთ ადამიანები, რომ ვიდეოგადაღება არ მოხდესო, ეს არის სისტემური დანაშაული. დღეს "ქართული ოცნება" ახალისებს ამ დანაშაულს," - თქვა მან. 

 

მსგავსი სიახლეები