"შსს ოპერირებს ორგანიზებული დანაშაულის ლოგიკით" - თაზო დათუნაშვილი

15.06.26 23:43
"შსს ოპერირებს ორგანიზებული დანაშაულის ლოგიკით" - თაზო დათუნაშვილი

"შსს ოპერირებს ორგანიზებული დანაშაულის ლოგიკით" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ორგანო, რომელიც უნდა იცავდეს კანონს და ადამიანების უსაფრთხოებას, "ჩამოყალიბებულია ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფებად". 

მაქვს ბრაზი და იგივე განწყობა ალბათ რაც ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, როდესაც ხედავს, რომ ის ორგანო, რომელიც უნდა იცავდეს კანონს, რომელიც უნდა იცავდეს კანონის უზენაესობას და ადამიანების უსაფრთხოებას ამ ქვეყანაში, ჩამოყალიბებულია ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფებად. [...]

ლოგიკა ამ ორგანიზაციის არის კრიმინალური დაჯგუფების. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირია, მაგრამ ლოგიკა, რომლითაც ოპერირებს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ორგანიზებული დანაშაულის ლოგიკა, ანუ ჩაფარცხვა ყველაფრის რაც შიგნით ხდება და აღვირახსნილობა, ლიმიტი ის კი არ არის კანონი რას გეუბნება, სად ჩერდება შენი ლეგიტიმური ძალადობის უფლება, არამედ ლიმიტი არის ის, სადაც ვერ დაგინახავენ. [...]

გავრილოვის ღამე არის ის ზღვარი, რომლითაც დაიწყო ეს პროცესი," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები