ძალიან ვნერვიულობ ხოშტარიაზე და მინდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს - წილოსანი

19.11.21 12:25
ძალიან ვნერვიულობ ხოშტარიაზე და მინდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს - წილოსანი

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, მოშიმშილე ელენე ხოშტარია პარლამენტში მოინახულა. წილოსანს ჟურნალისტებმა მისი განცხადება შეახსენეს, რომლის მიხედვითაც  ხოშტარია შიმშილობით სახელმწიფოს აშანტაჟებს. წილოსანმა უპასუხა, რომ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ის ნერვიულობს ხოშტარიას ჯანმრთელობაზე. 

ძალიან მადარდებს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა და ძალიან მინდა, რომ მის ჯანმრთელობას არ შეექმნას  არანაირი საფრთხე. მიუხედავად იმისა, ჩვენ რა  პოლიტიკური პოზიციები გვაქვს და რა მოსაზრებები გვაქვს ერთმანეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, არ შეიძლება სხვაობა ადამიანურ დამოკიდებულებებში და ადამიანურ დამოკიდებულებაში, მე ძალიან ვნერვიულობ მასზე და მინდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს", - ამბობს წილოსანი.

მსგავსი სიახლეები