ხელისუფლების მიზანი პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობაა - დიმიტრი საძაგლიშვილი
გლდანის ციხის N 18-ე სამკურნალო დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის უფლებდამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა. საძაგლიშვილი დარმწუნებულია, რომ ხელისუფლების მიზანი არა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობაა.
ადვოკატის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მისი მონახულების შემდეგ გაასაჯაროვებს.
სამწუხაროდ, ჩვენთვის არაფერია ცნობილი დამატებით გარდა იმ ინფორმაციისა, რაც გუშინ ღამით მედიის საშუალებით ვცრელდებოდა. უბრალოდ, უდავოა, რომ ერთის მხრივ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი ერთსულოვნად, მეორეს მხრივ ცენტრი „ემპათია“ და მისი ექსპერტები ასევე ერთსულოვნად მიუთითებენ მიხეილ სააკაშვილის დაყოვნებლიც სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობაზე, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ პენიტენციური სასმახურის უმოქმედობას, რაც შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ ერთ რამეზე: ხელისუფლების მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვა, ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური დღის წესრიგით და შესაბამისად, მიყვებიან ამ დღის წესრიგს. ალბათ მას შემდეგ რაც განვახორციელებ ვიზიტს მე-18 დაწესებულებაში უფრო მეტი გახდება ცნობილი, მათ შორის გუშნ რამე ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით, - თქვა საძგლიშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ ადვოკატებთან შეხვედრის დროს გონება დაკარგა, რისე შემდეგაც ის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხელისუფლება კი ისევ დუმილის რეჟიმშია და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე არაფერს ამბობს.