დაუყონებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი სათანადო კლინიკაში - უკრაინის სახალხო დამცველი
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა და მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში გადაიყვანოს.
ლუდმილა დენისოვა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობას მის რეაბილიტაციამდე.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნები და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტებს.
მივმართავ უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ, მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე და მესამე ქვეყანაში ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, რომელსაც აქვს ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება", – ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი