პროტესტი ,,ქართულ ოცნებაში" - ბათუმის მერია მაღალჩინოსანმა დატოვა
პროტესტი ,,ქართულ ოცნებაში". ბათუმის მერიას მაღალჩინოსნები ტოვებენ. როსტომ ძნელაძე ამბობს, რომ ვერ იმუშავებს იმ ხელისუფლების პირობებში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს კლავენ.
როსტომ ძნელაძე ბათუმის მერიაში 7 წლის განმავლობაში, შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე, მუშაობდა. ის ტვ პირველთან საუბარში აცხადებს, რომ არ მოსწონს პროცესები,რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ირგვლივ ვითარდება.
გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ არ მომწონს პროცესები, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის. უკვე როგორც რიგითი მოქალაქე, მოვითხოვ, რადგან აღარ ვარ საჯარო მოხელე, ჩატარდეს დამოუკიდებელი სასამართლო, მიეცეს ამ ადამიანს საკუთარ პოზიციის დაფიქსირებისა და თავის მართლების საშუალება, თუკი დამოუკიდებელი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და სააკაშვილი გარეთ გამოვა, მას მიეცეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის საშუალება. იქნებ დავიჯეროთ, რომ მართლა არის დრო, გავაუმჯობესოთ ჩვენი სასამართლო სისტემა და შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი - განაცხადა როსტომ ძნელაძემ,