ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "პრემიერად" მარატ კამბოლოვი დაინიშნა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა "პრემიერის" პოსტზე მარატ კამბოლოვს დაუჭირა მხარი.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს.
კამბოლოვოს დანიშვნის განკარგულებას ოკუპირებული რეგიონის "პრეზიდენტმა", ალან გაგლოევმა მოაწერა ხელი.
კამბოლოვმა ე.წ დეპუტატებს "მინისტრთა კაბინეტის" მუშაობის მთავარი პრინციპები წარუდგინა. მისი სიტყვებით, "ყველა სამთავრობო გადაწყვეტილების ცენტში უნდა იყოს ადამიანი".
მან მთავარ გამოწვევად დემოგრაფიული მდგომარეობა დაასახელა. მთავარ მიმართულებებს შორის კამბოლოვმა პრიორიტეტულად განათლება დაასახელა. ასევე შეეხო ჯანდაცვის სტრატეგიის შემუშავების საკითხს.
ეკონომიკის განვითარებაზე საუბრისას კი თქვა, რომ აუცილებელია აგრარული სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმისა და ციფრული ეკონომიკის განვითარება.