მოსამართლემ ალეკო ელისაშვილი სხდომიდან გააძევა - რა მოხდა დაკავებული პოლიტიკოსის პროცესზე

16.06.26 20:30
მოსამართლემ ალეკო ელისაშვილი სხდომიდან გააძევა - რა მოხდა დაკავებული პოლიტიკოსის პროცესზე

 

 

ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სხდომის მიმდინარეობისას ბრალდებულსა და მოსამართლე გიორგი გელაშვილს შორის სიტყვიერი კამათი მოხდა, რის შემდეგაც მოსამართლემ ელისაშვილის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

ელისაშვილის სიტყვები მოსამართლე გიორგი გელაშვილმა შეურაცხყოფად მიიჩნია და ბრალდებული პოლიტიკოსი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ალეკო ელისაშვილის პროცესი დღეს მის გარეშე გაგრძელდა. დაპირისპირება მოსამართლესა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ელისაშვილმა სხდომაზე კითხვების დასმა სცადა.

სანამ საბადრაგო სამსახური ხელბორკილდადებულ ელისაშვილს დარბაზიდან გაიყვანდა, მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართა. დაპატიმრებული ოპოზიციონერი აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ დუმს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და არსებულ მძიმე ვითარებაზე.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ელისაშვილს სხდომის განმავლობაში რამდენჯერმე მისცა შენიშვნა. პირველად მაშინ, როდესაც ბრალდებული პოლიტიკოსი მოსამართლეს მოუწოდებდა, მისი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები შესაბამისი სამართალდამცავი უწყებებიდან გამოეთხოვა და, მისი თქმით, მოსამართლის როლი სრულფასოვნად შეესრულებინა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები