სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრემია გადაეცა - რა გზავნილები ჰქონდა ვაშინგტონიდან მეხუთე პრეზიდენტს

16.06.26 21:20
სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრემია გადაეცა  - რა გზავნილები ჰქონდა ვაშინგტონიდან მეხუთე პრეზიდენტს

 

 

მარკ პალმერის პრემიის პირველი ქართველი ლაურეატი სალომე ზურაბიშვილი გახდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ჯილდო ორგანიზაცია Freedom House-მა პრინციპული ლიდერობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილმა პრემია ქართველ ხალხს მიუძღვნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და დემოკრატიის უკუსვლა მიმდინარეობს.

სანამ Freedom House სალომე ზურაბიშვილს აჯილდოებს, ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ შეფასებებს აქვეყნებს. ანგარიშში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, აუცილებელია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მათ შორის დასახელებულია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული რეფორმების განხორციელება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზისის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო პროცესებში. ის საერთაშორისო ასპარეზზე აგრძელებდა საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით და მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას საჯაროდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

მარკ პალმერის პრემიის მიღება სალომე ზურაბიშვილს ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმაც მიულოცა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები