არის ალბათობა, რომ ხოშტარიას მდგომარეობის გაუარესება მოხდეს უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო - კალოიანი

19.11.21 13:06
არის  ალბათობა, რომ  ხოშტარიას  მდგომარეობის გაუარესება მოხდეს უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო  - კალოიანი

ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, ვახტანგ კალოიანი, მოშიმშილე დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას არ გამორიცხავს.  კალოიანის თქმით, ორგანიზმში რეზერვები შემცირებულია და მოსალოდნელია ნევროლოგიური გართულებები.

შიმშილობის მე-17 -ე დღეს იმ მინიმალურ სამედიცინო მხარდაჭერაზე, ვგულისხმობ მინიმალურ ვიტამინებს და კალიუმს, ამის შეჩერება არის საკმაოდ დიდი რისკის შემცველი. 

მან შეიძლება, გამოიწვიოს ბევრი გართულება. რეზერვები ისედაც შემცირებულია ორგანიზმის და სამწუხაროდ,  გვაქვს ალბათობა, რომ მისი მდგომარეობის გაუარესება მოხდეს უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო სტანდარტული შიმშილობის დროს.

ინტოქსიკაციის გარდა, ვიტამინის არმიღება გამოიწვევს იმ ნევროლოგიურ გართულებებს , რაც პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში გვქონდა", - ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

შეგახსენებთ, რომ "დროას" ლიდერი უკვე მე-17 დღეა, შიმშილობს. დღეს მან მედიკამენტების მიღებასა და გადასხმებზეც თქვა უარი.  ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ  სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები