სპეკტაკლი დასრულდება, უბედურება დაიწყება გადაყვანის დღიდან - კობახიძე სააკაშვილის გადაყვანაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის გადაყვანა უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია. კობახიძე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის კატეგორიული წინააღმდეგია და კვლავ ოპოზიციი მიერ დაგეგმილ არეულობაზე საუბრობს.
ეს რაღაცა სპექტაკლი დასრულდება, ასეთი აღქმა გაჩნდა. მთავარი მიზანი რა არის, მთელი უბედურება დაიწყება გადაყვანის დღიდან. ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე, ჩვენ უნდა გავითვალისიწნოთ ყველაფერი სანამ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.
პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით არის სერიოზული რისკები, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მათი მხრიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის უბრალო ახირება, ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი, მიზანი არის რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლების და ამისათვის ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელი და აქედან გამომდინარე არსებობს უსაფრთხოების სერიოზული რისკები, ისინი ყველაფერზე წავლენ სისხლისღვრის ჩათვლით, აქედანა გამომდიარე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, ამთ შორის ადამიანების სიცოცხლეზე, რაც შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ ", - ამბობს კობახიძე.