ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სააკაშვილს სამკურნალოდ გერმანიაში წავიყვანდი - მაია მენაღარიშვილი
"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სააკაშვილს სამკურნალოდ გერმანიაში წავიყვანდი - ამის შესახებ "პირველებთან" საუბრისას "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მაია მენაღარიშვილმა, განაცხადა. მენაღარიშვილი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობდა და მისი საჯარო გამოსვლის ტექსტების ავტორი იყო.
მაია მენაღარიშვილი საპარლამენტო სიაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოხვდა.