პროფესიონალების აზრი გასათვალისწინებელია, მაგრამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიიღებს - ლადო კახაძე

19.11.21 13:30
პროფესიონალების აზრი გასათვალისწინებელია, მაგრამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიიღებს - ლადო კახაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პროფესიონალების აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც სახელმწიფო მიიღებს. 

მიშას კარგად ყოფნა ჩემს ინტერესებში შედის, შენს ინტერესებში შედის, ყველას ინტერესებში შედის. ადამიანს უნდა დაეხმაროს ის, ვისაც უკეთესად გამოსდის და ვინც არის გამოცდილი ამ საქმეში, ამიტომ ყველას აზრი გასათვალისწინებელია, ყველა პროფესიონალის, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო და მისი იუსტციიის სამინისტრო და პენიტენიოცური სისტემა, - განაცხადა კახაძემ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ ადვოკატებთან შეხვედრის დროს გონება დაკარგა, რისე შემდეგაც ის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.  პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხელისუფლება კი ისევ დუმილის რეჟიმშია და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე არაფერს ამბობს. 

მსგავსი სიახლეები