რაც ვნახეთ ბოლო 24 საათში, კიდევ ერთი შეხსენებაა, რამდენად მნიშვნელოვანია მის ჯანმრთელობაზე ფოკუსირება - ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის მიმართ რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრობს. ჰარცელის თქმით, ბოლო 24 საათი გადამწყვეტი იყო და ახლა მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების განხორციელება, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაიცა.
ძალიან ბევრი აქტორი ევროკავშირიდან აკვირდება მიხეილ სააკაშვილის საქმეს და იმას არის თუ არა დაცული მისი უფლებები. ახლა აბსოლუტურად გადამწყვეტი არის სამედიცინო გადაწყვეტილებების ობიექტურობა და როგორ იქნება ის შესრულებული.
რაც ჩვენ გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, კიდევ ერთი შეხსენებაა, რამდენად მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირებას. ახლა უნდა მოხდეს ისეთი ზომების მიღება რომ სიტუაცია გადაიჭრას და დაცული იყოს სააკაშვილის ყველა უფლება.
რომც ვფიქრობდე, რომ სააკაშვილი ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ მე გადაწყვეტილების მიმღები არ ვარ“- თქვა ელჩმა.